გიორგი გაბედავას და რამდენიმე მოქალაქეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევს [ფოტო/ვიდეო]

ჩვენი სურვილია, 9 აპრილის მემორიალთან დავანთოთ სანთლები, – ამის შესახებ აქტივისტმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფება.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სამართალდამცველები გაბედავასა და მის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ, რადგან იქ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.

როგორც გაბედავამ სამართალდამცველებს განუცხადა, ის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად არის მისული და სურს აქციის მონაწილეებს დაელაპარაკოს, რათა ყოველგვარი ექსცესების გარეშე შეძლონ მემორიალთან სანთლების დანთება

„დაველაპარაკებით აქციის მონაწილეებს, რომ ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიგვიშვან მემორიალთან და დავანთოთ სანთლები“,- განაცხადა გაბედავამ.

მათ ქაშვეთის ეკლესიასთან ლოცვა წაიკითხეს.