გიორგი ფრუიძის სიმღერის ავტორ თამარ ბაბილუას პირველი არხი ხელშეკრულებას გაუფორმებს [ვიდეო]

კომპოზიტორ თამარ ბაბილუას (ბაბი), რომლის სიმღერაც გიორგი ფრუიძემ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალზე შეასრულა, პირველი არხი ხელშეკრულებას გაუფორმებს. ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ შოუზე განაცხადა.

„პირველი არხი მის მუსიკას, თუ მოგვცემს საშუალებას, გამოიყენებს საკუთარი გადაცემებისთვის. ბაბისთან პირველი არხი აფორმებს კონტრაქტს. ის გახდება პირველი არხის თანამშრომელი, ჩვენთან ერთად იქნება და თავისი ლამაზი მუსიკით გააფორმებს ჩვენს არხს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.