გიორგი ფოფხაძე ყაზახეთში ითამაშებს
გიორგი ფოფხაძე ყაზახეთში ითამაშებს

გიორგი ფოფხაძე ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის “ყიზილ-ჟარში” გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის გუნდი ყაზახური ფეხბურთის ელიტას წელს დაუბრუნდა და სეზონის დაწყებამდე გაძლიერაბას გამოცდილი ფეხბურთელებით ცდილობს.

31 წლის მცველს საქართველოს ეროვნული ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ბევრ უცხოურ კლუბში უთამაშია: დანიურ „ვიბორგში“, ავსტრიულ „შტურმში“, პოლონურ „იაგელონიაში“, „ბაქოში“, ალბანურ „ფლამურტარში“, 2017 წელი კი გორის „დილაში“ დაასრულა.

ფოფხაძე “ყიზილ-ჟარას” მესამე ქართველი ფეხბურთელია. მანამდე გუნდში გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ჩაირიცხნენ.