გიორგი ფოფხაძე - ერთა ლიგაზე ყველაზე რთულ თამაშს უკრაინის ნაკრებთან ველოდები #1TVSPORT
გიორგი ფოფხაძე - ერთა ლიგაზე ყველაზე რთულ თამაშს უკრაინის ნაკრებთან ველოდები #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე გიორგი ფოფხაძე სამენეჯერო სააგენტო Sports Corporation LLC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მონაწილეობითაც 2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ „მილანის“ საფეხბურთო კემპს უმასპინძლა. ახლახან კი ფოფხაძის მონაწილეობით „დინამო თბილისის“ მცველმა საბა ხარებაშვილმა თურქულ „ბაშაქშეჰირთან“ გააფორმა კონტრაქტი.

„ბოლო წლებში ნაკრების წინსვლისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მადლობა ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და იქ კარგი გამოსვლით დიდი მოლოდინები რომ გააჩინეს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ყველა ძლიერი მეტოქე შეხვდა – უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია. სამივე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სტილის ნაკრებია. ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. მაგრამ უპირობო გამარჯვებასაც ვერ მოვითხოვთ.

ყველაზე რთულ თამაშს უკრაინის ნაკრებთან ველოდები. ბევრად ძლიერ ნაკრებებთან მოგვიგია, ბოლოს და ბოლოს ესპანეთი და პორტუგალია დაგვიმარცხებია. მაგრამ ჯერ უკრაინის ამოცანა ვერ ამოვხსენით.

თუმცა, რომ გავიხსენოთ, ერთა ლიგის ბოლო ციკლში ორივე შეხვედრაში თამაშით უკრაინელებს ვაჯობეთ. დიდი იმედი მაქვს, ახლა ნავსი გატყდება და გავიმარჯვებთ“, – ამბობს პირველ არხთან გიორგი ფოფხაძე.