გიორგი დარასელია - დიდი ალბათობით, „დილას“ ყველა ლეგიონერი დატოვებს
გიორგი დარასელია - დიდი ალბათობით, „დილას“ ყველა ლეგიონერი დატოვებს

გორის “დილამ” ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ასეთი მინიმალური შედეგით უკმაყოფილოა და პირველად პირველ არხთან გაამხილა, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები წამოიწყო.

„ლეგიონერებს არაერთი პრობლემა ექმნებათ. თუნდაც ის, რომ ძნელად ეგუებიან საქართველოს და ჩვენს ფეხბურთს. ჩვენს ზოგიერთ უცხოელს თავის გამოვლენაში ხელი ტრავმამ შეუშალა. ამ და სხვა მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, “დილას” ყველა ლეგიონერი დატოვებს” – ამბობს პირველ არხთან გიორგი დარასელია.

გორის “დილაში” თამაშობენ ბრაზილიელები გილერმე მორასი, ჟან დარეტი, ფლავიო ნუბიო და პედრინიო, სიერა-ლეონელი სალიეუ ტარავალიე, ნიგერიელი ალიუ აბუბაკარი და განელი ადეი ჰეიფორდი.