გიორგი ცივაძემ ანტალიაში ფინალში ითამაშა
გიორგი ცივაძემ ანტალიაში ფინალში ითამაშა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში 15-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობდა, რომლის წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშა ქართველმა გიორგი ცივაძემ. მისი მეწყვილე უკრაინელი ვლადისლავ ორლოვი იყო.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ჯერ ხორვატებს, დუჟე კეკეჟისა და ანტუნ ვიდაკს მოუგო (6:3, 6:4), შემდეგ, პირველ ნომრად განთესილებს, რუს ალექსანდრ პავლიუჩენკოვსა და მაჩეია სმოლას (პოლონეთი) სძლია (2:6, 6:4, 10:6). ნახევარფინალში ცივაძე და ორლოვი პოლონელებს, ადამ ჩადაისა და პატრიკ კროლიკს 56 წუთში გაუსწორდნენ – 6:2, 6:2 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

გადამწყვეტი მატჩი ქართულ-უკრაინულ დუეტს ჰოლანდიელებთან, გლენ სმიტთან და კოლინ ვან ბეემთან ჰქონდათ. საათსა და 21 წუთში სმიტმა და დე ბეემმა 7:6, 6:2 მოიგეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, აქ ცივაძემ პირველივე წრეში წააგო უკვე ნახსენებ პოლონელ ადამ ჩაიდასთან.