გიორგი ჩოგოვაძე​ - მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოს კიდევ ერთი აღიარებაა
გიორგი ჩოგოვაძე​ - მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოს კიდევ ერთი აღიარებაა

ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოს კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიოს მასშტაბით.

მისი თქმით, ეს მოვლენა დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე და ქვეყანას დამატებით ტურისტებს შესძენს.

„მთლიანად პროცესი, ასევე დადებით იმიჯს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და აამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რაც წინაპირობაა დამატებითი ტურისტების მოსაზიდად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ ჩემპიონატის ჩატარების დროს და მოსამზადებელ პერიოდში შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება საბერძნეთში, კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა.