გიორგი ჩიხრაძე ყაზახეთში იმუშავებს
გიორგი ჩიხრაძე ყაზახეთში იმუშავებს

შიმკენტის „ორდაბასის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნული კახა ცხადაძე კლუბმა ოფიციალურად წარადგინა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 49 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდში წლის ბოლომდე იმუშავებს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი დეკემბრამდე გააფორმა.

ცხადაძემ „ორდაბასის“ ახალი სამწვრთნელო შტაბი დაასახელა. მის ასისტენად გიორგი ჩიხრაძე იმუშავებს, რომელიც მას ბაქოს „ინტერში“, საქართველოს ნაკრებსა და ალმატის „ყაირატში“ ეხმარებოდა. ჩიხრაძე სოხუმის „ცხუმში“ თამაშობდა. იყო საქართველოს ნაკრების წევრი და ჩაატარა 24 მატჩი.

ჩიხრაძემ სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო. „ორდაბასამდე“ მუშაობდა თბილისის „ამერში“ (2005–2009), ბაქოს „ინტერში“ (2009-2012), ზაქათალას „სიმურგში“ (2012–2015), საქართველოს ნაკრებში (2015-2016), ალმათის „ყაირატში“ (2016-2017), ხოლო ბოლოს (2017-2018) კვიპროსზე ახნას „ეთნიკოსს“ ავარჯიშებდა.