გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოზე“ ერთი თავით მაღლა ვიდექით
გიორგი ჭიაბრიშვილი - „დინამოზე“ ერთი თავით მაღლა ვიდექით

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა . „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, თბილისის „დინამოსთან“ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში მისი გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს სჯობდა.

 

„ამ თამაშს მატჩს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა – ემოციურიც, ფსიქოლოგიურიც. მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ვფლობდით და მიმაჩნია, რომ „დინამოზე“ ერთი თავით მაღლა ვიდექით. მაგრამ ფეხბურთში ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიგებ. ვერ გავიტანეთ და შეხვედრა ამიტომაც დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა“ – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.

 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 32 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ბათუმის „დინამო“ 64 ქულით ლიდერობს. მეორეზე თბილისის „დინამოა“ (63 ქულა), ხოლო მესამეზე – „საბურთალო“ (61 ქულა). ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პირველობის შანსს სამივე გუნდი ინარჩუნებს.