გიორგი ჩერქეზიშვილი - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა დაკავშირებულია რეფორმებთან, რომელსაც მთავრობა ახორციელებს
გიორგი ჩერქეზიშვილი - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა დაკავშირებულია რეფორმებთან, რომელსაც მთავრობა ახორციელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, მომავალ წელსაც კარგი შედეგია მოსალოდნელი.

IMF-ის პროგნოზი გაიზარდა და წლის ბოლომდე 5.5 პროცენტი იქნება. ეს დაკავშირებულია რეფორმებთან, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ კუთხით მომავალ წელსაც ძალიან კარგი შედეგები იქნება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა.