გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო

19:27, 20.10.2021

გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა და სამედიცინო საქმიანობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შემთხვევის ადგილზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში კვლავ იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, ძველი თბილისის მე-2 სამმართველოში კი, დაზარალებულების გამოკითხვა მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა დღეს განაცხადეს, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს. გიორგი ჩენდლერი ჯერ დაკავებული არ არის.

მსგავსი