გიორგი ჭელიძემ „სამგურალის“ სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა #1TVSPORT
გიორგი ჭელიძემ „სამგურალის“ სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა, ვისთან ერთადაც გუნდში იმუშავებს.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასისტენტებად გამოცდილი სპეციალისტები, ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშეები ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძე დაინიშნენ, რომლებიც გასულ სეზონში „თელავში“ გიორგი ჭელიძის თანაშემწეებად მუშაობდნენ.

ლევან ხომერიკსა და ივანე მახარაძეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც აქვთ. ხომერიკი წლების წინ ბათუმის „დინამოს“ ავარჯიშებდა, შემდეგ კი, მახარაძესთან ერთად, ლანჩხუთის „გურიას“ წვრთნიდა.

გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო შტაბში მწვრთნელ-ანალიტიკოსად გიორგი ნერგაძე იმუშავებს, რომელიც აქამდე „სამგურალი 2“-ის მთავარი მწვრთნელი იყო. მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე რჩება, „სამგურალის“ ფიზმომზადებაზე კვლავ ოთარ საბანაძე იზრუნებს, რომელიც გუნდში 2020 წლიდან მუშაობს.