გიორგი ჩალაძე - ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნები ქირქილებენ, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ეს არის სიმულაცია და შოუ, ევროპელი მეგობრები ზუსტად ხედავენ, რაც თქვა სახალხო დამცველმა, ჯიშკარიანმა - თავის დასკვნაში
გიორგი ჩალაძე - ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნები ქირქილებენ, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ეს არის სიმულაცია და შოუ, ევროპელი მეგობრები ზუსტად ხედავენ, რაც თქვა სახალხო დამცველმა, ჯიშკარიანმა - თავის დასკვნაში

ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნები ქირქილებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს ან კაპრიზობს, ეს არის სიმულაცია და შოუ, ჩვენი ევროპელი მეგობრები ზუსტად ხედავენ იმას, რაც თქვა სახალხო დამცველმა, რაც თქვა ჯიშკარიანმა მაღალკვალიფიციურ დასკვნაში, – ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ხაზგასმა იყოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგანგებო დებატები გაიმართება.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დააყენა გადაუდებელი საგანგებო საკითხი, რის შემდეგაც, ქალბატონ მეცოლას ხელმძღვანელობით, კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით მიღებულ იქნა გეგმური სესიის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ საგანგებო დებატების გადაწყვეტილება.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ქართველი მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მსჯელობს და ქირქილებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს ან კაპრიზობს, ეს არის სიმულაცია და შოუ, ამ დროს ჩვენი ევროპელი მეგობრები ზუსტად ხედავენ იმას, რაც თქვა სახალხო დამცველმა, რაც თქვა ჯიშკარიანმა თავის მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო დასკვნაში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოწამვლის მსხვერპლი არის დამძიმებულ მდგომარეობაში, ის საჭიროებს არათუ რეანიმაციაში გადაყვანას, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული და მიეცეს საშუალება, მიიღოს სამედიცინო მომსახურება იქ, სადაც ამის საშუალება არის. ეს არ არის საქართველო. ამის ხაზგასმა იყოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხვალ ევროპარლამენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ იდებატოს საგანგებოდ გადაუდებელ რეჟიმში. მინდა, გაცნობოთ, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენს გუნდთან ერთად როგორც ევროკომისიაში, ასევე სხვა ევროინსტიტუტებში და ძალიან მალე, მიმდინარე დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ ასევე მათ პოზიციებს. ეს არის მძიმე ბრძოლა, რომელშიც დრო არ გვაქვს. ახლა არ არის ლაქლაქის დრო, ის პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს ეთერებში, უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის უმთავრესი ამ პარტიისთვის და იმ ხალხისთვის, ვისთვისაც პრეზიდენტი სააკაშვილი, ადამიანის უფლებები და სიცოცხლე არის უმთავრესი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.