გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ასოციაციის თასზე „ფულემთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ასოციაციის თასზე „ფულემთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის გუნდთან მეორედ ითამაშა – „უოტფორდი“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში „ფულემთან“ 1:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ასოციაციის თასი პირველად 1871-72 სეზონში გათამაშდა და მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირია, რომელშიც რანგით მე-9 ლიგის კლუბებიც თამაშობენ – სულ 700 გუნდზე მეტი. თასის გამარჯვებული ევროპის ლიგაზე გადის და ინგლისის სუპერთასისთვის თამაშის უფლებას იღებს.

ქართველი ნახევარმცველი „უოტფორდის“ სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა. სავარაუდოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძე დაასვენა, რადგან გუნდს ჩემპიონშიფში იანვრის ბოლომდე მჭიდრო სათამაშო გრაფიკი აქვს – 14-დან 25 იანვრამდე „უოტფორდს“ 4 თამაში ელის.

პრემიერლიგის მეცხრეადგილოსანიფულემი“ 26-ე წუთზე როდრიგო მუნიზიმ დააწინაურა. მართალია, 33-ზე როკო ვატამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და რაულ ხიმენესის (47 – პენალტი), იოახიმ ანდერესენის (65) და ტიმოტი კასტანის (85) გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მხოლოდ 1:3-ზე, 68-ე წუთზე შევიდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შეუძლებელი აღმოჩნდა – „ფულემმა“ 4:1 გაიმარჯვა და ინგლისის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.