გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ შემადგენლობაში მეასე მატჩი ჩაატარა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა #1TVSPORT

02:45, 18.03.2026

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ საშინაო არენაზე „ვრექსჰემის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის დაპირისპირებაში „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი იყო – საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკით ფორმაში შედის, ხოლო ჩაკვეტაძემ მოედანზე 83 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგისთვის ინგლისურ კლუბში ჩატარებული მე-100 შეხვედრა გახლდათ და თავი ამჯერადაც გამოიჩინა. ანგარიში სწორედ მისი აქტიურობით გახსნა – მე-18 წუთზე ქართველი შემტევის დრიბლინგი მარკ ბოლმა დააგვირგვინა. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათიც მიიღო და საბოლოოდ მეორე საუკეთესო შეფასება – 7,7 ქულა დაიმსახურა.

უოტფორდი“ 36 ტურის შემდეგ 55 ქულით მე-9 ადგილზეა, მაგრამ პრემიერლიგის პლეიოფის ზონას სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე 5 ქულით ჩამორჩება და საუკეთესოებში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი