გიორგი ჩაკვეტაძემ „სტოკთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ „სტოკთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში დიდი ხნის პაუზის შემდეგ თავი გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „უოტფორდისთვის“, რომელიც „სტოკ სიტისთან“ 1:3 დამარცხდა.

საბა გოგლიჩიძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითმაშა, ისევე როგორც ჩაკვეტაძემ. გიორგის საგოლე გადაცემით 81-ე წუთზე ირანკუნდამ გაიტანა. ქართველმა შემტევმაუოტფორდში“ საუკეთესო შეფასება (7,8 ქულა) დაიმსახურა.

ჩემპიონშიფში ჩატარებული 38-ე ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 52 ქულით მე-10 ადგილზეა.