გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ძირითადში ითამაშა, „უდინეზე“ შინ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ სერია A-ში „ლეჩეს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის დაპირისპირებაში ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა.
„ლეჩემ“ პირველ ტაიმში გასპარის და ნდრის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, საბოლოო ანგარიში კი სიბერტიმ 86-ე წუთზე დააფიქსირა.
უდინელები ზედიზედ მეხუთედ დამარცხდნენ და 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან.