გიორგი ჩაკვეტაძე სეზონის ბოლომდე დაისვენებს - კლუბის ცნობით, ქართველს ფეხის თითის პრობლემა აქვს #1TVSPORT
დღეს ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ „ჰალ სიტის“ უმასპინძლებს, მაგრამ ეს მატჩი გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ჩაივლის – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
პოპულარული ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხის თითის დაზიანების გამო გიორგი ჩაკვეტაძე 6-დან 8 კვირამდე ვერ ითამაშებს.
მანამდე „უოტფორდის“ მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ეჭვები არსებობდა, რაც, სამწუხაროდ, დადასტურდა. ინგლისური კლუბის ცნობით, ჩაკვეტაძეს ფეხის თითის პრობლემა ხშირად აწუხებდა.