გიორგი ჩაკვეტაძე – სერია A-ში თამაში დიდი გამოწვევაა #1TVSPORT

12:50, 31.07.2026

გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეშიწარადგენეს. მან ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე და მიზეზებზე, თუ რატომ აირჩია იტალიის სერია A-ს გუნდი.

„„უდინეზე“ დიდი კლუბია მნიშვნელოვანი ისტორიით და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ჯანლუკა ნანისთან კარგი ურთიერთობა მაქვს: ჩვენ ერთმანეთს „უოტფორდიდან“ ვიცნობთ, ხშირად ვსაუბრობდით და მისგან ბევრი რამ ვიცი „უდინეზეს“ შესახებ. მექნება შესაძლებლობა, ვითამაშო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.

ჩემი საყვარელი პოზიცია ათი ნომერია, თავდამსხმელის უკან, მაგრამ ასევე შემიძლია ვითამაშო მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე და, საჭიროების შემთხვევაში, ნახევარდაცვაშიც. ვცდილობ დროულად მოვმჯობინდე, რომ გუნდში მალე დავბრუნდე. რამდენიმე დღეში ისევ შევძლებ სირბილს, რამდენიმე კვირაში კი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლებას ვგეგმავ.

ამ გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა. შემიძლია, ვახსენო ძანიოლო, დევისი და სოლეტი, მაგრამ მთელი ჯგუფი შესანიშნავი ხარისხისაა. სერია A-ს მატჩებს აქ ჩამოსვლამდეც ვადევნებდი თვალყურს. ვიცი, რომ იტალიაში თამაში ადვილი არ არის: ეს ტაქტიკურად ძალიან მაღალი დონის ლიგაა და ჩემნაირი მოთამაშისთვის სერია A-სთვის დამახასიათებელი დაცვის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. მსიამოვნებს დრიბლინგი, პასები, შეტევაში თამაში და გოლების გატანა. იმედი მაქვს, მალე ყველა ამ თვისებას „უდინეზეშიც“ მოვიტან“.

მსგავსი