გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიციის მტკიცება, რომ საბერძნეთში გამართული შეხვედრის ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიციის მტკიცება, რომ საბერძნეთში გამართული შეხვედრის ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მტკიცება, რომ საბერძნეთში გამართული შეხვედრის ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა და მოლდოვაც დაესწრნენ ამ შეხვედრას, თუმცა განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

„საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა. არაფორმალური ვახშამი ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ერთობლივი სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. უკრაინა და მოლდოვაც დაესწრნენ ამ შეხვედრას, მაგრამ განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას სჯობს, ვისაც ეს ევალება და შეუძლია, 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.