გიორგი ჩაკვეტაძე – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი თუ იქნებოდა, დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მისვლას რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.
ჩაკვეტაძის თქმით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.
„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი თუ იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შეიძლება, რადიკალიზმის წახალისებად იქნეს აღქმული“, – წერს ჩაკვეტაძე X-ზე.
If @OSCE Chairperson-in-Office @elinavaltonen was impartial, she would visit the police officers injured by the revanchists and condemn the violent protests.
Otherwise, her appearance on Rustaveli Avenue in #Tbilisi could be perceived as an encouragement of radicalism.
— Giorgi Chakvetadze I გიორგი ჩაკვეტაძე (@chakvetadze1994) October 14, 2025