გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ „ეუპენი“ გასვლაზე 10 მოთამაშით დაძაბულ ბრძოლაში, დამატებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა – 3:2. თამაშის შემდეგ ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant.com-მა ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, სადაც „გენტიდან“ მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. გადამწყვეტი გოლები კი, მისმა თანაგუნდელებმა 85 და 90+2 წუთებზე გაიტანეს. ამის მიუხედავად,  მაინც გიორგი ჩაკვეტაძე აღიარეს.

„გასვლით შეხვედრაზე „ეუპენთან“ „გენტი“ ნემსის ყუნწში გაძვრა და მაინც მოიგო. ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა“, – წერს voetbalkrant.com „გენტის“ 18 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველზე, რომელსაც სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიცია მიუჩინა.

4 ტურში 7 ქულით „გენტი“ ბელგიის პირველ დივიზიონში ჯერ მე-7 ადგილზე იმყოფება.

გუნდში ზაფხულში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ჩაირიცხა, რომელიც ტრავმისგან განიკურნა და მოედანს მალე დაუბრუნდება.