გიორგი ცაგარეიშვილი - იძულებით ქორწინებას არავინ არავის ახვევს, არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო
გიორგი ცაგარეიშვილი - იძულებით ქორწინებას არავინ არავის ახვევს, არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო

ეტყობა, გიორგი ვაშაძე რუჯის სპეციალისტია, მას ჰკითხეთ, იქნებ, სადმე სილამაზის სალონშიც შეთავსებით მუშაობს, ან სოლარიუმში და ადამიანების გარუჯვით და მათი სხეულის გალამაზებით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ადამიანებს თუ არ შეუძლიათ ცივილიზებულ ენაზე საუბარი, მაშინ ესეც უნდა იყოს აღიარებული და გააგრძელონ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გაუთავებელი სირბილი, პარტიზანული მოქმედებები და ყბედობა იმაზე, ვინ სად ირუჯება და ვის რა საცურაო კოსტუმი აცვია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, მათ საქმიანობას სწავლობდეს.  პარლამენტში რა პროცესს ვხედავთ? – არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან ორი-სამი ოპოზიციონერისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომელთაც პარლამენტში პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნიათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ორი-სამი მანდატი აქვთ. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ცივილიზებულ ენაზე საუბარი, მაშინ ესეც უნდა იყოს აღიარებული და გააგრძელონ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გაუთავებელი სირბილი, პარტიზანული მოქმედებები და ყბედობა იმაზე, ვინ სად ირუჯება და ვის რა საცურაო კოსტუმი აცვია. თავად კი ყელმოღერებით მიუთითონ, რომ თავად არიან ერთადერთი და განუმეორებელი მსოფლიო კანონმდებლობის ისტორიაში, ისე რა ვუთხარი მაგათ. თანამშრომლობისთვის კარები ღიაა, არ არის საჭირო ღია კარების მტვრევა. მზად ვართ, თანამშრომლობისთვის როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა იყოს. იძულებით ქორწინებას არავინ არავის ახვევს, არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.