გიორგი ბოტკოველი – თამარ ჟვანიამ არ უნდა ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები

16:42, 20.05.2021

შარლ მიშელის დოკუმენტში კონკრეტულად სახელი და გვარი ეწერა თუ არა, „ქართულმა ოცნებამ“ ხომ ძალიან კარგად იცის, რა არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ არ უნდა ჩაატაროს.

„უნდა აღმოიფხვრას შავი ხვრელები, რომლებსაც ხელისუფლება სისტემატურად იყენებს არჩევნების გასაყალბებლად. რა თქმა უნდა, თამარ ჟვანიამ არ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, თუმცა მარტო თამარ ჟვანიაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სისტემაზე, რომელიც დღეს არსებობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს სისტემა უკვე ავტომატურად გადადის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ეს სისტემა უნდა მოიშალოს და სისტემა უნდა იყოს სამართლიანი.

შარლ მიშელის დოკუმენტში კონკრეტულად სახელი და გვარი ეწერა თუ არ ეწერა, „ქართულმა ოცნებამ“ ხომ ძალიან კარგად იცის, რა იყო და რა არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა“, – განაცხადა ბოტკოველმა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი.

მსგავსი