გიორგი ბოტკოველი - საქართველოს მთავრობამ პირდაპირი კურსი აირჩია, უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია
გიორგი ბოტკოველი - საქართველოს მთავრობამ პირდაპირი კურსი აირჩია, უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია

საქართველოს მთავრობამ პირდაპირი კურსი აირჩია, რომ უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ შექმნილ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობას, რადგან ეს ვითომ კომისიები მხოლოდ დროის გაყვანისთვის არის.

„ვხედავთ, მათ არც ის აინტერესებთ, ვის რა დაანახონ, პირდაპირი კურსი აირჩიეს, რომ უნდა ჩამოანგრიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადონ რუსეთის გუბერნია. რაც შეეხება ჩვენს მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ სამუშაო პროცესში ჩართულები ვართ, ყოველდღიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენი მთავარი სამუშაო იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვართ კოორდინაციაში ვმუშაობთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე და ამ ყველაფერს თქვენ ძალიან მალე იხილავთ.

საკითხებზე, რომელებიც ქვეყნის თავისუფლების, გადარჩენის სუვერენიტეტის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული, აქ ვიყოთ ერთიანები“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.