გიორგი ბარამიძე - ვამაყობ ჩემი პოლიციელებით, ვინც აფრასიძეები დააკავა
გიორგი ბარამიძე - ვამაყობ ჩემი პოლიციელებით, ვინც აფრასიძეები დააკავა

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლების აქციაზე აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გიორგი ბარამიძეს ჰკითხეს, ნანობს თუ არა აფრასიძეების ოჯახზე შეტევას, ბარამიძემ უპასუხა, რომ ის ამაყობს გმირი პოლიციელებით.

„ვამაყობ ჩემი პოლიციელებით, ვინც აფრასიძეები დააკავა, ვინც არ შეუშინდა აფრასიძეების ბანდის ტყვიებს და დააკავა ისინი. ნამდვილად ვამაყობ ჩემი გმირი პოლიციელებით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რესტორანში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დღეს გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი.