გიორგი ბარამიძე - თუკი ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ბუნებრივია, საზოგადოებას შეიძლება, ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტი
გიორგი ბარამიძე - თუკი ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ბუნებრივია, საზოგადოებას შეიძლება, ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტი

თუ ხელისუფლება აპირებს არჩევნები გააყალბოს და ხალხს თავისი არჩევანი მოჰპაროს, ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში თავისი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ, ამას ეძახიან დესტაბილიზაციას? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უკვე მობეზრდა და არ შეიძლება, სახელმწიფოში ყოველ წამს დესტაბილიზაციაზე საუბარი.

„ღიმილის მომგვრელია ამ თემის ასე გაბაიბურება. არ შეიძლება, დესტაბილიზაცია სახელმწიფოში ყოველ წამს იძახო, ჭიკაიძიდან მოყოლებული განცხადებები, რომ საბურავებს აგროვებს „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა ხომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის და ახლა პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია არის ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის თქმით, დესტაბილიზაციას არავინ აპირებს და ბუნებრივია, რომ გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოებას ჰქონდეს პროტესტი.

„არავინ აპირებს და არც საუბრობს არანაირ დესტაბილიზაციაზე, უბრალოდ ბუნებრივია, საზოგადოებას შეიძლება, ჰქონდეს თავისი მშვიდობიანი პროტესტი, თუკი ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. გაყალბებას აპირებენ კვლავ, კიდევ აპირებენ ხალხს მოჰპარონ თავისი არჩევანი? ამას თუ აპირებენ, ბუნებრივია. ადამიანებს აქვთ უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში თავისი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. ამას ეწინააღმდეგებიან და ეძახიან დესტაბილიზაციას და ამ უფლებასაც უკრძალავენ ხალხს“? – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.