გია ბარამიძე - მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდი კონსტიტუციურია, ამ ჩარჩოებიდან არ გავალთ
გია ბარამიძე - მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდი კონსტიტუციურია, ამ ჩარჩოებიდან არ გავალთ

მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდი კონსტიტუციურია, ჩვენ არანაირად არ გავალთ ჩარჩოებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძე ამბობს, რომ არალეგიტიმური ხალხისთვის არჩევნების მოპარვა და მათი ნების იგნორირებაა.

„ამ ჩარჩოებიდან გადის ივანიშვილი, რომელმაც გააყალბა არჩევნები, მოპარა ხალხს ეს არჩევნები. ივანიშვილი უნდა გადავიდეს ოპოზიციაში. ვინც აქ ვართ, კოალიციის სახით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში. მშვიდობიანი ბრძოლის ყველა ფორმა არის პოლიტიკური ფორმა. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არავინ გავა. არალეგიტიმური არის არჩევნების მოპარვა ხალხისთვის და საკუთარი ხალხის ნების იგნორირება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

გია ბარამიძემ ისაუბრა ეპიდემიის პირობებში აქციების გამართვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საჭირო ნორმებს იცავენ.

„ხომ ნახეთ, ნიღაბი ინტერვიუს დროს მოვიხსენი მხოლოდ. ეპიდმდგომარეობა აქამდე გართულდა, აქციამდე 2 500 ადამიანი გახდა ავად და, სამწუხაროდ, ლიდერთა სიაში ვართ, მსოფლიოში ყველას გავასაწარით ერთ სულ მოსახლეზე. ეს მავნებელი ხელისუფლება ტრაბახით იყო დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. დარწმუნებული ვარ, ყველა იცავს იმ ნორმებს, რაც საჭიროა“, – განუცხადა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.