გიორგი ბარამიძე - გვინდა, ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა
გიორგი ბარამიძე - გვინდა, ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა

გვინდა, ისევე მშვიდობიანად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, როგორც 2003 წელს მოხდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვარდები პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად არის ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებული.

„როცა ვლაპარაკობ მშვიდობიან მოქმედებებზე, სწორედ ვარდებიც შეიძლება იყოს მშვიდობიანი მოქმედებების სიმბოლო. არაფერი არ გაქვს საწინააღმდეგო მშვიდობიანი, ხავერდოვანი, მსოფლიოში აღიარებული მსგავსი პროცესისა. ერთი და იგივე არასოდეს მეორდება. დედამიწის ზურგზე ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ თუ ლაპარაკია ანალოგიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ისევე მშვიდობიანად, კარგად, ლამაზად და საამაყოდ განხორციელდეს მომავალი ცვლილებები, ქართველი ხალხის გამარჯვება ამ რეჟიმთან მიმართებით, როგორც ეს თავის დროზე მოხდა 2003 წელს, მაგრამ აბსოლუტური ანალოგია ძნელია წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ღამით წითელი ვარდები მიიტანეს. ვარდები პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე დაამაგრეს.