გიორგი ბარამიძე - ჩვენ ვართ ის ხალხი, სადაც კანონს პატივს სცემდნენ, ვიღაცას ეშინოდა და ვიღაცამ შეიძლება გადაამეტა, მაგრამ ჩვენ წესრიგი დავამყარეთ ამ ქვეყანაში
გიორგი ბარამიძე - ჩვენ ვართ ის ხალხი, სადაც კანონს პატივს სცემდნენ, ვიღაცას ეშინოდა და ვიღაცამ შეიძლება გადაამეტა, მაგრამ ჩვენ წესრიგი დავამყარეთ ამ ქვეყანაში

ჩვენ ვართ ის ხალხი, სადაც კანონს პატივს სცემდნენ, ვიღაცას ეშინოდა და ვიღაცამ შეიძლება გადაამეტა, მაგრამ ჩვენ წესრიგი დავამყარეთ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც პოლიცია პოლიციად აქცია, პროკურატურა პროკურატურად, ვინც უნდა იყოს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი. სასამართლო რომ არ იყო კარგი და დამორჩილებული იყო ხელისუფლებას, ამას ახლავე გეუბნებით, ცუდი იყო ეს და გადამეტება ზედმეტი სიმკაცრის ესეც ცუდი იყო, მაგრამ „ქოცებისგან“ ჩვენ არ გვესწავლება სახელმწიფო ინსტიტუტის და კანონის პატივისცემა. ჩვენ მივდივართ მის წინააღმდეგ რომ ჩვენ თავს არ გავისულელებთ. ვინც არის ქართველი პატრიოტი, ვისაც ესმის, რომ ეს არის თამაში და მანიპულაცია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება კანონის დაცვით არ მოქმედებს, კანონის ირგებს როგორც უნდათ.

„კორუმპირებული ფრიდონ ინჯია და სხვა კორუმპირებული ტიპები, რომლებმაც იყიდეს დეპუტატობა შეათრიეს პარლამენტში და ეგრევე საქართველოს კანონს ცვლიან, რათა მათ კომფორტი შეუქმნან. ამ უტიფრებთან გვაქვს საქმე და ესენი გველაპარაკებიან კანონის პატივისცემაზე. ვიდრე არ დათანხმდებიან ჩვენი მშვიდობიან, არაძალადობრივ, შეუიარაღებელ ბრძოლას ამ კოლექტიური გავრილოვების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ პუტინის დავალებას ასრულებენ გავრილოვის პირით შემოთვლილს, რომ ნიკა მელია დაიჭირეთ პრევენიციის მიზნითო, შევებრძოლებით ყველგან, სადაც ამის საშუალება გვექნება. ჩვენი გეგმაა ერთიანობა ოპოზიციის პარლამენტში არშევსლა, მშვიდობიანი ბრძოლის გაგრძელება, ყველგან ყველაფერში, სადაც ამის საშუალება იქნება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა დასავლეთში მხილება ამ გავრილოვების რეჟიმის და ჯანჯღარი, ამათ რომ ვაჯანჯღარებდით, იმიტომ გახდა გახარია იძულებული რომ გადამდგარიყო, ამათაც ვაჯანჯღარებთ და დავდებთ ბეჭებზე აუცილებლად“, – განაცხადა ბარამიძემ.