გიორგი ბარამიძე - აფრასიძეების საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, სხვა შემთხვევაში, საქმეს დახურავდა
გიორგი ბარამიძე - აფრასიძეების საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, სხვა შემთხვევაში, საქმეს დახურავდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ აფრასიძეების საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, სხვა შემთხვევაში კი, საქმეს დახურავდა.

როგორც ბარამიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სპეცოპერაცია სერიოზული ყაჩაღური დაჯგუფების აყვანის მიზნით ჩატარდა, ორი პირის ლიკვიდაცია კი, მას შემდეგ მოხდა, რაც აფრასიძეებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.

„ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან სასტიკი მკვლელები, რომლებსაც აკლებული ჰყავდათ სვანეთი და სვანეთის გარშემო რეგიონები. მნიშვნელოვანი იყო, მათი დაკავება ერთად მომხდარიყო და არა ცალ-ცალკე, ერთი რომ ცალკე აგვეყვანა, შემდეგ სხვები გახდებოდნენ პრობლემა. ჩატარდა სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით. ყველა პოლიციელმა იმოქმედა კანონით მინიჭებული უფლებით, იმ პირობებში, როდესაც მათ გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით, ცხადია პოლიციამაც გამოიყენა შესაბამისი ძალა.

2012 წლიდან – ამ თემით სპეკულირება რომ ხდებოდა მანამდეც, ვითხოვ, თუ რამე აინტერესებს პროკურატურას, თუ რეალურად უნდა, რომ ეს თემა ან ასე დაამთავროს, ან ისე, მე როგორც მინისტრი, რომელსაც შემიძლია, მივცე ძალიან ბევრი დამაზუსტებელი ინფორმაცია, დამიბარონ და დამკითხონ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.