გიორგი ბაგრატიონმა დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტები დაათვალიერა
გიორგი ბაგრატიონმა დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონები მოინახულა.

გიორგი ბაგრატიონმა, მოადგილეებთან ერთად, აღნიშნულ რეგიონებში დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტები დაათვალიერა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ფოთის პორტი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და რეგიონში არსებული სხვა სტრატეგიული ობიექტები მოინახულა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გიორგი ბაგრატიონი თითოეული რეგიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და რეგიონების პრობლემატიკას, გამოწვევებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.