გიორგი ბადუაშვილმა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი ბადუაშვილმა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ბადუაშვილმა (100 კგ.) სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაზე დავით ლომიტაშვილი (-55კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო დავით ქარელმა (-60კგ), თორნიკე მოსიაშვილმა (66კგ) და ნინო გულბანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.

საქართველოდან შვიდ სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) 28 სპორტსმენი მონაწილეობს.