გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებასთან დაკავშირებით, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე.

„სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩების მიმართულებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ ორბელიანისა და მტკვრის ქუჩების მიმართულებით“, – აცხადებენ მერიაში.