პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე თელავში, ყვარელსა და გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდება

14:23, 30.09.2018

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე დღეს თელავში, ყვარელსა და გურჯაანში მხარდამჭერებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

„დღეს კახეთში, რთველში ვარ დაპატიჟებული და პარალელურად აქტივისტებს შევხვდები, თან შევარჩევთ ადგილებს, სადაც აქცია-კონცერტს გავმართავთ“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მისი განცხადებით, რეგიონში აქცია-კონცერტების მთავარი ლოზუნგი „არა ნარკომანიზაციას და ავაშენოთ ქართული საქართველო“ იქნება.

მსგავსი