გიორგი ანდრიაძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმებას ითხოვს
გიორგი ანდრიაძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმებას ითხოვს

„ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ საკითხზე სასამართლოს მიმართავს.

გირჩმა“ დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ეს საქართველოს კანონმდებლობითაც არ შეიძლება. უკანონოდ მოხდა მისი რეგისტრაცია, რითაც დიდი ზიანი მიადგა ქართულ ჯარს, დარტყმა მიადგა საქართველოს ეკლესიას. იმის გამო, რომ არარსებულ, შარლატანურ ორგანიზაციაში ხდება ახალგაზრდების ჩაწერა და ვერ მიდიან ჯარში. რადგანაც ეს ყველაფერი მოხდა კანონდარღვევით, სასამართლოს მივმართავთ“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ „გირჩის“ საპირწონედ დაარეგისტრირა „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესია“. ამასთან, მისივე თქმით, „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესია“ „გირჩის“ მსგავსად სთავაზობს ახალგაზრდა მამაკაცებს ჯარში წასვლის თავიდან აცილებას, თუმცა ამ შეთავაზებას მაშინვე გააუქმებს, როცა „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია გაუქმდება.

გიორგი ანდრიაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და საპარლამენტო კომისიის შექმნასაც მოითხოვს.