გიორგი ანდრიაძე დებატებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატებს იწვევს

12:11, 02.10.2018

პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე დებატებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატებს იწვევს.

“მზად ვარ, დებატებისთვის „ნაცმოძრაობის“ და ბოკერია-ბაქრაძის პარტიასთან, ანუ ულტრა ლიბერალებთან და სხვასთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. მონაწილეობას სხვებთანაც მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მათ ვიწვევთ. ნებისმიერ დროს მზად ვარ. სამწუხაროდ, მასმედიამ დააგვიანა ეს დებატები, დაარღვია პარიტეტი და საერთოდ არ გვაძლევს საშუალებას, მივმართოთ საზოგადოებას”, – განაცხადა ანდრიაძემ.

მსგავსი