გიორგი ამილახვარი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი
გიორგი ამილახვარი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ოპოზიციის განცხადებები არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია, თუ როგორ ქმნიან არაფრისგან ფეიქნიუსს და ცდილობენ საზოგადოების მოწამვლას. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედავთ, რადგან ეს კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი. შესაბამისად, რომელ რუსულ ვერსიაზე საუბრობენ, როცა გადმოტანილია ამერიკული ვერსია. ეს არის მათი ორმაგი სახე, როცა, ერთი მხრივ, არიან არაკომპეტენტურები და, მეორე მხრივ, აგრძელებენ პროპაგანდისტურ, დამაზიანებელ საქმეს“, – განაცხადა ამილახვარმა.