გიორგი ამილახვარი - შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს ოპოზიციის გარკვეულ სპექტრთან
გიორგი ამილახვარი - შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს ოპოზიციის გარკვეულ სპექტრთან

გვაქვს მოლოდინი, რომ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გარკვეულ პუნქტებზე უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეული შეხვედრები გაიმართოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, არის პერსპექტივა, რომ შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს ოპოზიციის გარკვეულ სპექტრთან.

„კომპრომისები ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთებულია, თუმცა შესაძლებელია, გარკვეულ დარჩენილ საკითხებზე კიდევ მსჯელობა. ჩვენ თუ დავეყრდნობით „გირჩისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საჯარო განცხადებებს, მათგანაც იკვეთება მზაობა, რომ ამ საკითხების რეალური შეთანხმება იქნას მიღწეული“, – განაცხადა ამილახვარმა.