გიორგი ამილახვარი - როდესაც პოლიტიკური ფიგურა საარჩევნო კამპანიის დროს ორგანიზაციის დაფუძნებაზე ფიქრობს, ეს არის ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც 2 ოქტომბერს იგემებენ
გიორგი ამილახვარი - როდესაც პოლიტიკური ფიგურა საარჩევნო კამპანიის დროს ორგანიზაციის დაფუძნებაზე ფიქრობს, ეს არის ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც 2 ოქტომბერს იგემებენ

როდესაც რომელიღაც პოლიტიკური ფიგურა დღეს კიდევ ცდილობს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს იფიქროს ორგანიზაციის დაფუძნებაზე, ეს არის უკვე ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც ისინი 2 ოქტომბერს იგემებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარი ისტერიულ გამოხდომას უწოდებს „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

„მორიგი ისტერიული გამოხდომა – სხვა შეფასება ამას ვერ ექნება. როდესაც დღეს კიდევ ცდილობს რომელიღაც პოლიტიკური ფიგურა, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს იფიქროს იმაზე, რომ დააფუძნოს ორგანიზაცია, რომელიც მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის – ადამიანის, რომელთანაც დაკავშირებულია მრავალი სისხლის სამართლის საქმე, მრავალი პოლიტიკური თუ სხვა გადაცდომები, ამ საარჩევნო კამპანიის დროს დაბრუნებაზე, მაშინ, როდესაც იგი უნდა დადიოდეს და ჩვენს ამომრჩეველს სთავაზობდეს თავის საარჩევნო პროგრამას. ეს არის უკვე ბოლო წვეთი იმ მარცხისა, იმ მარათონისა, რომელსაც ისინი 2 ოქტომბერს იგემებენ“, – განაცხადა ამილახვარმა.