გიორგი ამილახვარი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა
გიორგი ამილახვარი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან.

როგორც ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება.

„მეტი განსაცდელი რა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიას, როცა თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად ლევან ხაბეიშვილს ასახელებენ. მათი პარტიული პროცესი არ გვაინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, რადგან, რასაც ვხედავთ, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა“, – განაცხადა ამილახვარმა.