გიორგი ამილახვარი - აჯობებს, უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და ომს, რომელიც მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარ სააკაშვილის ბედით
გიორგი ამილახვარი - აჯობებს, უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და ომს, რომელიც მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარ სააკაშვილის ბედით

ადამიანი, როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიჰყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებს შესაბამის კალორიებს და მედიკამენტებს, ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი, ვინც ამაზე შეიძლება, იყოს, არის თავად ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ადამიანს შეთავაზებული აქვს, ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს და ჩართოს ქართველ ექიმებთან ერთად კონსილიუმში.

„სახელმწიფო, რომელიც დღეს ომშია, ჩვენ თავს ვიკავებთ მისი მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტარებზე, თუმცა ალბათ აჯობებს, დღეს უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და იმ ომს, რომელიც დღეს მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარ სააკაშვილის ბედით. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ მისთვის ყველა საჭირო ჯანდაცვის სერვისი იყოს უზრუნველყოფილი, მას შეთავაზებული აქვს, ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს და ჩართოს ქართველ ექიმებთან ერთად კონსილიუმში, მაგრამ ადამიანი როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიჰყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებდა შესაბამის კალორიებს და მედიკამენტებს, ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი, ვინც ამაზე შეიძლება, იყოს, არის თავად ის ადამიანი, ვინც არის თვითდაზიანების რეჟიმში. ვიდრე ის არ გაათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ამ სასჯელის ბოლომდე მოხდა და გამოვა თვითდაზიანების რეჟიმიდან, მისი ჯანმრთელობა არის და იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.