გიორგი ალიბეგაშვილი -  ვიხსნი უფლებამოსილებას ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში გადასვლის გამო და წარმატებას ვუსურვებ საკრებულოს ახალ შემადგენლობას 
გიორგი ალიბეგაშვილი -  ვიხსნი უფლებამოსილებას ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში გადასვლის გამო და წარმატებას ვუსურვებ საკრებულოს ახალ შემადგენლობას 

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

„დღეს ვიხსნი უფლებამოსილებას ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში გადასვლის გამო, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისათვის, მისი ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საკრებულოს ახალ წევრებს სიტყვით მიმართა, ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა და ახლად არჩეული საკრებულოს წევრებს წარმატება უსურვა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეობის ძალიან საპატიო მისიას ვასრულებდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, მინდა, წარმატება ვუსურვო თბილისის ახლად არჩეულ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც დღეს ავირჩევთ“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

გიორგი ალიბეგაშვილი , პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა და ალიბეგაშვილმა თბილისის საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება ამიტომ  მიიღო.