გიორგი ახვლედიანი - ვინ ჰკითხავს გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პოლიტიკური პარტია
გიორგი ახვლედიანი - ვინ ჰკითხავს გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პოლიტიკური პარტია

ვინ ჰკითხავს გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პოლიტიკური პარტია საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.

გიორგი ახვლედიანი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიან მთავრობას და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

„მათ ასეთ თემებს ვინ ეკითხებათ? თავისი გადაწყვეტილება მიიღონ. ვის კარნახობენ, რა გადაწყვეტილება მივიღოთ, შევალთ თუ არა ვინმესთან კოალიციაში და კოალიციაზე საუბარს დავიწყებთ თუ არა. ეს განხილვის თემა არჩევნების შემდეგ იქნება, როცა გვეცოდინება სურათი, რა კონფიგურაცია იქნება პარლამენტში, ვისთან შეიძლება საუბარი, ვისთან ექნება საუბარს აზრი, ვისთან არა და ვისთან იქნება გამორიცხული. ამ თემაზე მარჩიელობა ხდება, რაც პოლიტიკაში ცუდი საქმეა“, – განაცხადა ახვლედიანმა.