გიორგი ახვლედიანი - პრემიერ-მინისტრის შეცვლა ახლა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადაერთო
გიორგი ახვლედიანი - პრემიერ-მინისტრის შეცვლა ახლა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადაერთო

„ერთიანი საქართელო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანის მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერის პოსტიდან გადადგომით, ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიაზე გადაერთო.

გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოსალოდნელია, დაინიშოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც „ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს“.

„მამუკა ბახტაძის გადადგომა და პრემიერ-მინისტრის შეცვლა ახლა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად გადაერთო წინასაარჩევნო კამპანიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს. ამიტომაც, ეს ადამიანი უნდა იყოს ასე ვთქვათ, სრული ძალაუფლებით, ნდობით აღჭურვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და გარკვეულწილად, უნდა შესწევდეს უნარი სახელისუფლო შტოების მოჭიმვის. არჩევნების ჩატარება სხვაგვარად გაჭირდება, კოორდინირება არის საჭირო ძალიან სერიოზული მაგ თვალსაზრისით. ამიტომ, არის ვარაუდი, რომ ეს იქნება გახარია. ანუ ადამიანი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისათვის, სხვასთან შედარებით მეტი ავტორიტეტით სარგებლობს და გავლენებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტი აქვს. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ქვეყანაში ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დაიწყო. ეს იმას ნიშნავს რომ პროცესი ჩაეშვა“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

დატოვე კომენტარი