გიორგი ახვლედიანი - ის ოპოზიციური პარტია, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას შეეწინააღმდეგება, შეაფერხებს ოცწლიან ბრძოლას
გიორგი ახვლედიანი - ის ოპოზიციური პარტია, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას შეეწინააღმდეგება, შეაფერხებს ოცწლიან ბრძოლას

„ერთიანი საქართელო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის აზრით, ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას შეეწინააღმდეგება შეაფერხებს ოცწლიან ბრძოლას, რომელშიც ოპიზიციური პარტიები პროპორციული სისტემის შემოღების მოთხოვნით იყვნენ ჩართულნი.

გიორგი ახვლედიანი განმარტავს, რომ ახლა ყველა პარტია უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა სრულად იყოს დარწმუნებული ყველა, პროპორციული სისტემით მომდევნო არჩევნების ჩატარების საკითხი კონსტიტუციაში აუცილებლად აისახება. გიორგი ახვლედიანის აზრით, ყველა სხვა მოთხონა ამ მიღწევის ფონზე, ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„20 წელია, რაც ოპოზიცია ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ოცწლიანმა ბრძოლამ ბოლოს და ბოლოს მოიტანა შედეგი. ამ გადაწყვეტილების ზღურბლზე ვდგავართ უკვე. ახლა რომელი ოპოზიცური პარტიაც დაიწყებს შემოვლით მანევრებს, – მე სხვა რაღაც მირჩევნია ამ პროპორციულ სისტემას, ან რაღაცის გამო ეს სისტემა არ მაწყობს, ან რაღაც სხვა მინდა, ან ბარიერი მეტი მინდა, ან ულტიმატუმით მაინცა და მაინც ბლოკი მინდა, ან რაიმე სხვა ულტიმატუმებს დააყენებს ამის წინაშე, ის პირდაპირ პროპორციულად დამნაშავე იქნება ამ ოცწლიანი ბრძოლის შეფერხებაში“, – აღნიშნა ახვლედიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.