გიორგი ახობაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
გიორგი ახობაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.