გიორგი აბურჯანია ინდოეთში ითამაშებს #1TVSPORT

18:19, 25.08.2026

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის სუპერლიგის „ოდიშაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას საერთაშორისო საფეხბურთო პორტალი transfermarkt ავრცელებს.

ოდიშა“ 2023 წელს იყო ინდოეთის სუპერთასის გამარჯვებული. ესაა ამ გუნდის ერთადერთი ტიტული. მაგრამ ფინანსურად ძლიერია – კლუბის მფლობელი და მმართველი დუბაიში დაფუძნებული GMS Leadership-ია.

აბურჯანიამ კარიერა 16 წლის ასაკში რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. მერე იყო გორის „დილა“, თბილისის „ლოკომოტივი“, კვიპროსული „ანორთოსისი“ და ნიდერლანდური „ტვენტე“.

2016 წლიდან ესპანეთში თამაშობდა – მის კარიერაში ჩაიწერა „სევილია B“, „ლუგო“, „ხიმნასტიკი“, „კარტახენა“, „ოვიედო“. 2021 წელს კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „ჟილ ვისენტესთან“, მერე იყო „ჰატაისპორი“, 2025 წლის 8 სექტემბრიდან კი საუდის არაბეთის „ჯედაში“ თამაშობდა.

ინდოეთის სუპერლიგის „ოდიშა“ მის კარიერაში მე-9 ქვეყნის გუნდია.

გიორგი იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებების ლიდერი და ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა (39 მატჩი, 1 გოლი).

მსგავსი