გიორგი აბუაშვილმა „მეცში“ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

12:15, 18.07.2026

გიორგი აბუაშვილმა, რომელიც ერთადერთია ქართველებიდან, „მეცში“ რომ დარჩა, მოსამზადებელ შეკრებაზე დუბლი შეასრულა.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა და გუნდი გიორგი ქვილითაიამ („ჰოლშტაინ-კილში“ გადავიდა) და გიორგი წიტაიშვილმა (ჯერ უგუნდოდაა) დატოვეს. დარჩა მხოლოდ აბუაშვილი, რომელმაც შეკრებაზე მოგებული შეხვედრა (6:0) სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი შეასრულა.

მეცის“ მეტოქე გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი, ბელგიურ „სერენი“ იყო. საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა 29-ე წუთზე „მეცის“ მეორე გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ (62-ე წუთი) კი დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.

ეს „მეცისთვის“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი შეხვედრა იყო. გუნდი ლიგა 2-ის სეზონს „გენგამთან“ 8 აგვისტოს საშინაო მატჩით დაიწყებს. მანამდე კი ამხანაგურად „სოშოსთან“ (22 ივლისს), „სიტარდთან“ (25 ივლისს) და „კაიზერსლაუტერნსთან“ (1 აგვისტოს) ითამაშებს.

მსგავსი