გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვეს ციხეში და რატომ აწამებინეს ჩემი თავი 2012 წელს
გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვეს ციხეში და რატომ აწამებინეს ჩემი თავი 2012 წელს

მოსახლეობამ გამოუტანა განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთი მიზეზის, უსამართლობის გამო; საკუთარ სახლში ადამიანები ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ყველა საძინებელში კამერებით იყვნენ შემძვრალი,- ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განცხადა.

„2013 წელი იყო, თუ 2014 რომ დაწვეს ტონა-ნახევარი დისკი. თქვენ რა გგონიათ, ისინი შეიცვლებიან?! ისევ შეძვრებიან თქვენს საძინებლებში და ისევ აწამებენ გლდანის ციხეში ჩემნაირ უდანაშაულო ადამიანებს. გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში? “ქართული ოცნებას” პასუხს სთხოვს მოსახლეობას დღეს ერთი რამის გამო – პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას სჩადიოდა, არ შეაფასეს და არ დაარქვეს თავისი სახელი“, – აღნიშნა გიორგი აბდალაძემ.

ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.

დატოვე კომენტარი